Showing Archived Posts

„თვით რიგოლეტო“ – გიორგი გაგნიძე მეტროპოლიტენის ოპერაში

Posted May 6th, 2013 at 5:33 pm (UTC+0)
Leave a comment

„ის არამარტო დაიბადა რიგოლეტოსთვის, არამედ თვით რიგოლეტოა!“ – აღფრთოვანებით უთქვამს გიორგი გაგნიძის შესახებ ცნობილ ტენორს ხოსე კარერასს. წარმოშობით ესპანელმა ვარსკვლავმა მსოფლიოში სახელი სწორედ ვერდის ოპერებით გაითქვა და ამიტომ მისი ასეთი მაღალი შეფასება უამრავ სხვასთან შედარებით, გიორგისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. მეტროპოლიტენის ოპერაში წლევანდელი სეზონის „რიგოლეტო“ სრულიად გამორჩეული იყო. რეჟისორ მაიკლ მაიერსს ჯუზეპე ვერდის შედევრის მოქმედება 60-იანი წლების […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.