Showing Archived Posts

მწვანე ბარათი

Posted September 23rd, 2011 at 10:17 pm (UTC+0)
53 comments

როგორც დაგპირდით, „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა, ვისაც „მწვანე ბარათის“ გათამაშების ადმინისტრირება ევალება. თქვენს შეკითხვებს საკონსულო საქმეთა ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი -რებეკა დოდსი- პასუხობს. ინტერვიუს ტელე-ვერსია ამ პუბლიკაციის ბოლოს არის განთავსებული. მოკლე განმარტება მათთვის, ვინც არ იცის, თუ რაზეა საუბარი: ამერიკის კონგრესის განჩინებით 50 ათას უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყოველწლიურად […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.