Showing Archived Posts

ქვიშაში დამარხული კვარტალი და მაინც, რატომ გაუმართლა კეიპ მეის?

Posted October 31st, 2012 at 9:36 pm (UTC+0)
Leave a comment

ფრანკენშტორმი… ტროპიკული გრიგალი სენდი… სუპერშტორმი… რა არ დაარქვეს ციკლონს, რომელსაც ბოლოს ტროპიკული კლასიფიკაციაც კი მოუხსნეს და მეტეოროლოგებმა უბრალოდ გიგანტური შტორმი უწოდეს. ამერიკელებს სტიქიურ, თუ პოლიტიკურ კატაკლიზმებზე სახელების შერქმევა უყვართ. ეს მათ კლასიფიკაციას აადვილებს. და რაც არ უნდა უწოდონ სენდის, ფაქტია, რომ მას შეერთებული შტატების სულ ცოტა 200 წლის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. მარტო ამერიკის ტერიტორიაზე […]

ტყემლის საწებელი „ემიგრანტული“ 1 საათში

Posted October 14th, 2012 at 5:13 pm (UTC+0)
Leave a comment

საქართველოში ეს რეცეპტი მხოლოდ ტექნოლოგიის გამო თუ დაგაინტერესებთ, ხეხვა და წვალება არ სჭირდება. თორემ ისე, უფრო ემიგრანტებისთვისაა. საქმე იმაშია, რომ ამერიკაში ტყემალი არ იყიდება. ამბობენ, რომ ჩვენებური ტყემალი გარეული ქლიავია. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ მე კი გამომადგა ეს განმარტება და დიდი ხანია ტყემლის საწებელს ქლიავით ვამზადებ. ქლიავი აქ მთელი წლის განმავლობაში უხვდაა და ამიტომ […]

მწვანე ბარათის გათამაშება

Posted October 6th, 2012 at 12:40 pm (UTC+0)
36 comments

გაცნობებთ, რომ დაიწყო წლევანდელი მწვანე ბარათის გათამაშება DV-2014. დაპირებისამებრ, გატყობინებთ ვადების შესახებ: ლატარიაში მონაწილეობის მსურველთათვის ინტერნეტ-საიტი გაიხსნა 2 ოქტომბერს 12:00 საათზე (თბილისის დროით – საღამოს 8 საათი) და დაიხურება 3 ნოემბერს ასევე 12:00 საათზე (თბილისში საღამოს 8 საათი). ბილეთის შევსება შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად და მხოლოდ განსაზღვრული საათების განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოგიწოდებთ თავად […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.