გაცნობებთ, რომ დაიწყო წლევანდელი მწვანე ბარათის გათამაშება DV-2014. დაპირებისამებრ, გატყობინებთ ვადების შესახებ: ლატარიაში მონაწილეობის მსურველთათვის ინტერნეტ-საიტი გაიხსნა 2 ოქტომბერს 12:00 საათზე (თბილისის დროით – საღამოს 8 საათი) და დაიხურება 3 ნოემბერს ასევე 12:00 საათზე (თბილისში საღამოს 8 საათი). ბილეთის შევსება შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად და მხოლოდ განსაზღვრული საათების განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოგიწოდებთ თავად […]
ველით თქვენს შეკითხვებს!
“ამერიკის ხმის” რედაქცია გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ინტერვიუების ციკლში, რომელიც საგანგებოდ 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადდება. თქვენს მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს ჩვენ იმ ამერიკელ სპეციალისტებს დავუსვამთ, რომლებიც საქართველოს, რუსეთის და ევრაზიის რეგიონალურ საკითხებში ექსპერტებად ითვლებიან. რა კითხვებს დაუსვამდით ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით? აუცილებლად შემეხმიანეთ. იჩქარეთ, ვისაც შეკითხვის დასმა არჩევნების ჩატარებამდე გაინტერესებთ. თუმცა, ინტერვიუები არჩევნების […]
გრიპის საწინააღმდეგო აცრა
ავიცრათ თუ არა გრიპზე? არის თუ არა ქართულ მოსახლეობაში არსებული ვაქცინაციის შიში საფუძვლიანი და რამდენად შეესაბამება ის რეალური რისკ-ფაქტორების ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს? როგორი შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები და შესაძლო გართულებები? წლის რომელ დროს ჯობია აცრა და რა პირობებში? რა ასაკიდან ავცრათ ბავშვები? ამ თემებზე სასაუბროდ ბლოგის შემდეგ სტუმარს CDC-დან, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის […]
“მწვანე ბარათის” მორიგი გათამაშება
ველით თქვენს შეკითხვებს! “ამერიკის ხმა” რამდენიმე დღეში სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ბიუროს წარმომადგენლებს ხვდება, რომელთაც “მწვანე ბარათის” გათამაშების ადმინისტრირება ევალებათ. შეგიძლიათ შეკითხვები ამ განაცხადის ქვეშ მოათავსოთ. გპირდებით, არცერთი მათგანი უყურადღებოდ არ დარჩება. თითოეულ კითხვაზე სანდო და კვალიფიციურ პასუხს მიიღებთ. მასალა სრულად 24 სექტემბერს გამოქვეყნდება. ასე რომ ნუ დააყოვნებთ, იჩქარეთ! თქვენს შეკითხვებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა […]