Showing Archived Posts

  • Page 2 of 2
  • <
  • 1
  • 2

ვაშინგტონის ფოლკ-ფესტივალი ქართული ღვინით

Posted August 15th, 2011 at 6:19 am (UTC+0)
Leave a comment

აუტანელი სიცხის მიუხედავად ვაშინგტონში სმითსონის ფოლკლორულ ფესტივალს მილიონამდე სტუმარი ეწვია.  ტრადიციას 45 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ საზაფხულო ფესტივალი ამერიკის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება და მას ერთი რომელიმე ქვეყანა მასპინძლობს. წელს კოლუმბიის მდიდარი კულტურული და ისტორიული ტრადიციები იყო ნაჩვენები. ფესტივალმა კიდევ ორი თემა წარმოადგინა: მუსიკალური ჟანრის -რიტმენბლუზის- ისტორია და მშვიდობის კორპუსის 50 წლის იუბილე. ჩვენთვის […]

ფულბრაითის პროგრამა და საქართველო

Posted August 1st, 2011 at 3:51 pm (UTC+0)
3 comments

1946 წლის პირველ აგვისტოს პრეზიდენტმა ტრუმენმა ფულბრაითის აქტს მოაწერა ხელი, რითაც სახელმწიფო განათლების სისტემაში საერთაშორისო გაცვლების პროგრამას ჩაუყარა საფუძველი. საკანონმდებლო აქტს არკანზასელი  უილიამ ფულბრაითის სახელი დაერქვა, რადგან სწორედ ეს სენატორი გახლდათ კანონპროექტის ავტორი. ფონდის პირველ შენატანად ამერიკის მთავრობამ ომის შემდეგ დარჩენილი მარაგის გაყიდვიდან შემოსული თანხა გამოიყენა. ასე შეიქმნა სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე ფულბრაითის აკადემიური პროგრამა, რომელიც […]

  • Page 2 of 2
  • <
  • 1
  • 2

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.