მადლობელი ვარ და რაც არ უნდა გაცვეთილი მოგეჩვენოთ ჩემი სათქმელი, მაინც უნდა ვთქვა: მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, პედაგოგებს, უბრალო ნაცნობებს და უცნობებს, ყველა იმ კეთილ და ლამაზ ადამიანს, ვინც ჩემს ცხოვრებაზე დიდი, ან მცირე გავლენა იქონია. პირველ რიგში დედას და მამას, მერე ყველა სხვა დანარჩენს. არ მინდა რეიტინგივით გამომივიდეს, ამიტომ კონკრეტულად მეტს […]
ქვიშაში დამარხული კვარტალი და მაინც, რატომ გაუმართლა კეიპ მეის?
ფრანკენშტორმი… ტროპიკული გრიგალი სენდი… სუპერშტორმი… რა არ დაარქვეს ციკლონს, რომელსაც ბოლოს ტროპიკული კლასიფიკაციაც კი მოუხსნეს და მეტეოროლოგებმა უბრალოდ გიგანტური შტორმი უწოდეს. ამერიკელებს სტიქიურ, თუ პოლიტიკურ კატაკლიზმებზე სახელების შერქმევა უყვართ. ეს მათ კლასიფიკაციას აადვილებს. და რაც არ უნდა უწოდონ სენდის, ფაქტია, რომ მას შეერთებული შტატების სულ ცოტა 200 წლის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. მარტო ამერიკის ტერიტორიაზე […]
რატომ აღარაფერი გვიკვირს?
„ადამიანისთვის ეს ერთი პატარა ნაბიჯი კაცობრიობისთვის გიგანტური ნახტომია“ – უთქვამს ნეილ არმსტრონგს მთვარეზე პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. გუშინ გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც მთვარეს პირველი შესწვდა. წარმომიდგენია, რა ხდებოდა მაშინ ამერიკაში და ალბათ მთელ მსოფლიოშიც. განსაკუთრებით კი – სამეცნიერო წრეებში. დარწმუნებული ვარ, საბჭოთა იდეოლოგიით სრულად გაჟღენთილ რეალობაში ეს ამბავი ნაკლებად გაშუქდებოდა. ის კი მახსოვს, 90-იანების რუსულ პრესაში […]
რატომ „არტისტი“?
ზუსტად არავინ იცის, თუ რატომ მოიხიბლა ჰოლივუდი ასე ძლიერ ფრანგული წარმოების „არტისტით“. მაგრამ “ოსკარებამდე” დიდი ხნით ადრე გამარჯვებას ექსპერტების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ფილმს უწინასწარმეტყველებდა. კინოკონკურსების სეზონის დაწყებისთანავე მას ამერიკულმა მედიამ „unstoppable”, დაუძლეველი, შეუჩერებელიც კი უწოდა. კინოკრიტიკოსების აზრით ერთ-ერთი გასაღები შეიძლება მთავარი როლის შემსრულებლის, კომიკოსი ჟან დუჟარდენის უზადო ნიჭიერება, ძალზე გამომსახველი სახე, შარმი და […]
თავისუფლება სიფხიზლის ფასად
ერთი ძველი ჩინური ლეგენდა მინდა მოგიყვეთ, რომელიც პენსილვანიის ქალაქ ბეთლემში არაბული ლიტერატურის და კულტურის ეგვიპტელმა პროფესორმა, ფატმა ელ-თურქიმ მიამბო. რა კავშირი აქვს ამ ლეგენდას ქართულ სინამდვილესთან? შეიძლება არავითარი, ან – პირდაპირი, ეს თქვენ განსაჯეთ. უბრალოდ საგულისხმო მომეჩვენა და მინდა გაგიზიაროთ. მოკლედ, იყო და არა იყო რა… * * * ერთ ულამაზეს მთიან სოფელს თავს დიდი […]
გილოცავთ ახალ, 4710 წელს?
ჩინური კალენდრით დღეს, 23 იანვარს ახალი, 4710 წელი იწყება. უხსოვარი დროის ჩინური ლეგენდის თანახმად ღმერთებს ცხოველებისთვის მარათონი მოუწყვიათ. მცირე ზომის ვირთხა ლომებს და ვეფხვებს შორისაც ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. გაძვრა, გამოძვრა და ფინიშზე პირველი გამოცხადდა. თორმეტი გამარჯვებული ღმერთებმა თურმე სპეციალურ საპატიო სიაში შეიყვანეს. მოგვიანებით სწორედ ეს 12 ცხოველი იქცა ჩინური ზოდიაქოს სიმბოლოებად. წელს ჩინური კალენდრით დრაკონის […]
ინტერნეტის როლი მსოფლიო პოლიტიკაში და საქართველო
არჩევნებზე მასობრივი გაყალბების მიუხედავად ვლადიმერ პუტინის პარტიამ მოულოდნელად დუმის მანდატების ერთი მეოთხედი დაკარგა. რა ხდება რუსეთში? თუკი პრემიერი პუტინი რეიტინგებს ძველებურად ლიდერობს, მაშინ რატომ აღარ ენდობიან მის პარტიას? სულ რამდენიმე თვის წინ ექსპერტებისთვის არჩევნების შედეგები თითქოს იოლად პროგნოზირებადი იყო. დღეს კი ათასობით დემონსტრანტი მოსკოვის მეტროს სადგურთან სკანდირებს: „რუსეთი პუტინის გარეშე“! „ახალ არჩევნებს მოვითხოვთ“! რამდენი წელია […]
არ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ. ეძებეთ, ეძებეთ! – სტივ ჯობსი
ვერც მე და ვერც თქვენ, ვინც ამ წუთას ჩემს ბლოგს კითხულობთ, ვერ ვიტყვით, რომ სტივ ჯობსმა ჩვენს ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა არ მოახდინა. ადამიანი, რომელმაც ბაზარზე პირველი პერსონალური კომპიუტერი გამოიტანა და როგორც ამერიკის პრეზიდენტმა წუხელ თქვა, „ინტერნეტი ჯიბეში ჩაგვიდო“. – ვინ იყო სტივ ჯობსი? სპეციალისტები ამბობენ, რომ მას დახვეწილი გემოვნება, მიკრომენეჯმენტში დეტალებისადმი გამძაფრებული ყურადღება და მაკრომენეჯმენტში […]