შეიძლება ცოტა ხმაურიანი სათაური გამომივიდა, მაგრამ ორიოდ დღის წინ ისეთ ამაღელვებელ ღონისძიებაზე მოვხვდი, რომ ამის შესახებ მშვიდად და არააღმატებულად საუბარი ცოტა მიჭირს. საქმე იმაშია, რომ 2013 წლის 12 საპატიო ვაშინგტონელს შორის ქართველი წყვილი, პაატა და ირინა ციქურიშვილები დაასახელეს. საშინლად მწყდება გული, რომ ერთადერთი ქართველი ვიყავი, ციქურიშვილების ოჯახის წევრების გარდა, ვინც დაჯილდოების ცერემონიალზე მათ გამო უსაზღვრო […]
ამერიკის შესაძლებლობების მაქსიმუმით დასმული დიაგნოზი თბილისში
თბილისში გახსნილი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი ქართველ პაციენტებს ამერიკელ ექიმებთან კონსულტაციებს სთავაზობს. მომსახურება შეერთებულ შტატებში მომუშავე სპეციალისტების მხრიდან ჯერჯერობით უფასოა და მხოლოდ თბილისში, ადგილობრივი კონსულტაციის საფასურს უტოლდება. ტელემედიცინა არამარტო ჩვენი ბლოგის მკითხველისთვის, არამედ ზოგადად, შედარებით ახალი დარგია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გეოგრაფიულ ბარიერებს ხსნის და უპრეცედენტო ხარჯეფექტურობითაც გამოირჩევა. დღეს ჩვენი სტუმარია ამერიკაში მცხოვრები ექიმი და ბიზნესმენი დიმიტრი […]
ვინ აჩუქა მანჰეტენს ნამდვილი ქართული სული?
პლასტიკური ქირურგიიდან ნიუ იორკის რესტორნის შეფ-მზარეულობამდე გავლილი გზა – დღეს მე გაგაცნობთ მაია დვალაძეს, ქირურგს, რომელმაც „ნიუ იორკ თაიმსის“ თქმის არ იყოს, „დანის ხმარებას მიმართულება შეუცვალა და მანჰეტენს აჩუქა ნამდვილი ქართული სული, ტოლერანტული, მაგრამ ხანდახან აურზაურით სავსე“. კვირის ბოლოს „ოდა-ჰაუსში“ თითქმის ყველა მაგიდა დაჯავშნულია და დაურეკავად თუ მიხვალთ, შეიძლება ბართანაც ვერ მოხვდეთ. მანჰეტენის ერთ-ერთი პირველი […]
ნინი ქეის ქუდების ახალი კოლექცია ნიუ იორკში
ქართული ანდაზა „სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო“ ნინი ქეის შემთხვევაში ალბათ განსხვავებულად ითქმოდა, რადგან ნინი სადაც ჩადის, იქაურებს თავის მოქსოვილ ქუდს ახურავს. თბილისიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასულმა ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა, საკუთარი ქუდი უკვე დიდი ხანია ნიუ იორკელებსაც მოარგო და არამარტო მათ. დღეს ამერიკაში მოდის ბევრი მიმდევარი იცნობს ქუდების და აქსესუარების დიზაინერ, ნინი ქეის. თბილისში დაბადებული და […]
ჯორჯიას ჯორჯიისგან
პირველივე ჩასვლამ ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ახალგაზრდა ქართველი ბიჭის ბედი რადიკალურად შეცვალა. მისთვის სიმბოლური გამოდგა ატლანტის ოლიმპიადისთვის მომზადებული ქართული სახლის დიზაინი, რომელსაც „ჯორჯიას ჯორჯიისგან“ (From Georgia to Georgia) დაარქვეს. მოგვიანებით ირაკლიმ ჯორჯიის შტატში 15 წელი გაატარა, სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა, დაოჯახდა და ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. დღეს ქართული საბავშვო თეატრის მხატვარი წარმატებული დიზაინერია, რომელიც შეერთებული შტატების […]
“არ უნდა გვეცოდებოდნენ, უნდა ვამაყობდეთ ამ ბიჭებით”
„ქართული ხმების“ კვარტეტის მანქანა ვაშინგტონში საღამოს 6 საათისთვის შემოვიდა. შეერთებული შტატების დედაქალაქში დათო არჩვაძე, დათო კიკაბიძე, ზურა და გივი ბაკურაძეები იმ დღეს ექსკურსიაზე არ ჩამოსულან. ნიუ იორკიდან მომავალი მანქანის ნავიგატორში დანიშნულების ადგილად ვოლტერ რიდის ჰოსპიტლის მისამართი იყო შეყვანილი. ამერიკაში სულ რამდენიმე დღით გასტროლებზე მყოფმა მომღერლებმა ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვეტერანების მოსანახულებლად მანქანით თითქმის 5 საათი იმგზავრეს. […]
ვირჯინიის ქართველი ჩემპიონი
14 წლის მარიამ სალაყაიამ ჩოგბურთში ვირჯინიის შტატის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიით შევიტყვეთ, რომელიც ასევე იყო დასათაურებული: „ჩოგბურთი: მარიამ სალაყაია ჯორჯ მეისონის სკოლიდან ერთეულებში ვირჯინიის ა-კლასის ჩემპიონი გახდა“. სასიხარულო ცნობა ქართული ემიგრაციის სოციალურ ქსელებში მაშინათვე გავრცელდა. ცნობისთვის: ვირჯინიის მოსახლეობა 11 მილიონს აღემატება. ფინალში მარიამმა დამაჯერებლად მოუგო როზა სმიტს: 6-3, 6:2. „ის ორივე […]
ანიტა
ერთი თვეც არ იყო გასული, რაც გიორგი გაგნიძემ ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში გასტროლები დაასრულა, რომ შეერთებულ შტატებში ანიტა რაჭველიშვილი ჩამოვიდა. საერთოდ, მაისის თვეში ამერიკის ქართულ იმიგრაციაში იმდენი საინტერესო რამ მოხდა, რომ აქვე ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ყველაფერის შესახებ თხრობას ვერ ვახერხებ. თუმცა, ანიტას გასტროლები ისეთი რანგის მოვლენაა, რომ უთუოდ გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს. ქალაქ დეტროიტში, მიჩიგანის ოპერის […]
„თვით რიგოლეტო“ – გიორგი გაგნიძე მეტროპოლიტენის ოპერაში
„ის არამარტო დაიბადა რიგოლეტოსთვის, არამედ თვით რიგოლეტოა!“ – აღფრთოვანებით უთქვამს გიორგი გაგნიძის შესახებ ცნობილ ტენორს ხოსე კარერასს. წარმოშობით ესპანელმა ვარსკვლავმა მსოფლიოში სახელი სწორედ ვერდის ოპერებით გაითქვა და ამიტომ მისი ასეთი მაღალი შეფასება უამრავ სხვასთან შედარებით, გიორგისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. მეტროპოლიტენის ოპერაში წლევანდელი სეზონის „რიგოლეტო“ სრულიად გამორჩეული იყო. რეჟისორ მაიკლ მაიერსს ჯუზეპე ვერდის შედევრის მოქმედება 60-იანი წლების […]
წყალი, სიყვარული და შერიგება პაატა ციქურიშვილის „ქარიშხალში“
ოთხშაბათს „ვაშინგტონ პოსტის“ ვებ-გვერდი ამაყად გავუხსენი შვილებს, რომ მეჩვენებინა, სინეტიკის თეატრში მარტო იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ქართველი რეჟისორის, ქორეოგრაფის და კომპოზიტორის დადგმულია და რამდენიმე ქართველი მსახიობი თამაშობს, არამედ იმიტომ, რომ დღეს ვაშინგტონში ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია. მართლაც, „ვაშინგტონ პოსტის“ მთავარი გვერდიდან თეატრების ბმულს რომ გახსნიდი, პირველი გაჩვენებდა პაატა ციქურიშვილის მე-9 უტექსტო შექსპირის წარმოდგენას – The […]