Showing Archived Posts

ნინი ქეის ქუდების ახალი კოლექცია ნიუ იორკში

Posted September 27th, 2013 at 6:01 pm (UTC+0)
1 comment

ქართული ანდაზა „სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო“ ნინი ქეის შემთხვევაში ალბათ განსხვავებულად ითქმოდა, რადგან ნინი სადაც ჩადის, იქაურებს თავის მოქსოვილ ქუდს ახურავს. თბილისიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასულმა ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა, საკუთარი ქუდი უკვე დიდი ხანია ნიუ იორკელებსაც მოარგო და არამარტო მათ. დღეს ამერიკაში მოდის ბევრი მიმდევარი იცნობს ქუდების და აქსესუარების დიზაინერ, ნინი ქეის. თბილისში დაბადებული და […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.