Showing Archived Posts

თბილისში ამერიკული ტიპის ფსიქიატრიული ცენტრი იხსნება

Posted December 18th, 2011 at 10:26 pm (UTC+0)
1 comment

„მხოლოდ იმას მივწვდები, სადამდეც ზრდას მოვახერხებ. მხოლოდ იქამდე მივალ, სადამდეც ძებნას მოვინდომებ. მხოლოდ იმ სიღრმეზე დავინახავ, სადამდეც ჩახედვას შევძლებ. მხოლოდ ის ვიქნები, რაზეც ვიოცნებებ”. ალბერტ აინშტაინი ყველაფერი სამშობლოზე გულისტკივილით და პატარა ოცნებით დაიწყო, რომელიც ერთი შეხედვით მაშინ განუხორციელებელიც კი ჩანდა. მერილენდის შტატში მცხოვრებმა ქართველმა ფსიქიატრმა, არჩილ აბაშიძემ, და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა – ნინო აბდუშელიშვილმა საქართველოში […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.