ასოციაცია „თვისტომს“ ნიუ იორკში ზუსტად 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მისი ფუძემდებლის და აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეიძის თქმით, არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციის შექმნის მიზანი, ქართველების ერთმანეთთან დაკავშირება, მათი კოორდინირება და გაერთიანება იყო: “აუცილებელი იყო ქართული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ქართულ, აქაურ ემიგრაციას და იმ გაბნეული, არაორგანიზებული დიასპორიდან შეიქმნებოდა ერთიანი, ძლიერი და ორგანიზებული სათვისტომო, რასაც ქვია […]
ამერიკის შესაძლებლობების მაქსიმუმით დასმული დიაგნოზი თბილისში
თბილისში გახსნილი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი ქართველ პაციენტებს ამერიკელ ექიმებთან კონსულტაციებს სთავაზობს. მომსახურება შეერთებულ შტატებში მომუშავე სპეციალისტების მხრიდან ჯერჯერობით უფასოა და მხოლოდ თბილისში, ადგილობრივი კონსულტაციის საფასურს უტოლდება. ტელემედიცინა არამარტო ჩვენი ბლოგის მკითხველისთვის, არამედ ზოგადად, შედარებით ახალი დარგია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გეოგრაფიულ ბარიერებს ხსნის და უპრეცედენტო ხარჯეფექტურობითაც გამოირჩევა. დღეს ჩვენი სტუმარია ამერიკაში მცხოვრები ექიმი და ბიზნესმენი დიმიტრი […]
ვინ აჩუქა მანჰეტენს ნამდვილი ქართული სული?
პლასტიკური ქირურგიიდან ნიუ იორკის რესტორნის შეფ-მზარეულობამდე გავლილი გზა – დღეს მე გაგაცნობთ მაია დვალაძეს, ქირურგს, რომელმაც „ნიუ იორკ თაიმსის“ თქმის არ იყოს, „დანის ხმარებას მიმართულება შეუცვალა და მანჰეტენს აჩუქა ნამდვილი ქართული სული, ტოლერანტული, მაგრამ ხანდახან აურზაურით სავსე“. კვირის ბოლოს „ოდა-ჰაუსში“ თითქმის ყველა მაგიდა დაჯავშნულია და დაურეკავად თუ მიხვალთ, შეიძლება ბართანაც ვერ მოხვდეთ. მანჰეტენის ერთ-ერთი პირველი […]
ნინი ქეის ქუდების ახალი კოლექცია ნიუ იორკში
ქართული ანდაზა „სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო“ ნინი ქეის შემთხვევაში ალბათ განსხვავებულად ითქმოდა, რადგან ნინი სადაც ჩადის, იქაურებს თავის მოქსოვილ ქუდს ახურავს. თბილისიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასულმა ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა, საკუთარი ქუდი უკვე დიდი ხანია ნიუ იორკელებსაც მოარგო და არამარტო მათ. დღეს ამერიკაში მოდის ბევრი მიმდევარი იცნობს ქუდების და აქსესუარების დიზაინერ, ნინი ქეის. თბილისში დაბადებული და […]
ვალერიან ძამია და 50-იანი წლების მეჯლისები ნიუ იორკში
ჩვენი ბლოგის პირველი სტუმარი ვალერიან ძამია გახლავთ. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა: გვინდა ერთ-ერთი დიდი ხნის ემიგრანტი წარმოგიდგინოთ, რომელსაც ახლახან 90 წელი შეუსრულდა. ძია ვალიკო (ასე მიმართავენ მას უმცროსი მეგობრები) შეერთებულ შტატებში ევროპიდან 1956 წელს ჩამოვიდა და ამერიკის ქართულ სათვისტომოს უსასყიდლოდ თითქმის 30 წლის მანძილზე ემსახურა. ვალერიან ძამიას უშუალო მონაწილეობით 90-იან წლებში რამოდენიმეჯერ დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული […]